სამტრედიაში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2025
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
ავტოავარია სოფელ დიდ ჯიხაიშში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0