https://sputnik-georgia.com/20250120/papuashvili-somxetis-elchs-shexvda-291822129.html
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T22:00+0400
2025-01-20T22:00+0400
2025-01-20T22:00+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695632_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5bee730ca7f64e14ccc23a344d01da0f.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო-აშშ-ისა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695632_156:0:1977:1366_1920x0_80_0_0_fb408b7fc5e6d78ac8acbf0c5cf7cacb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო-აშშ-ისა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.