https://sputnik-georgia.com/20250120/laguna-veres-teritoriis-reabilitacia-daiwyo-291816878.html
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T18:19+0400
2025-01-20T18:19+0400
2025-01-20T18:19+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241701_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_943690fc94be1994daceb0a113e4f69f.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დედაქალაქის მერიამ 2024 წლის თებერვალში გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში, დამატებითი სატრანსპორტო ზოლის მშენებლობის ახალი პროექტი დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოები 17 იანვრის 24:00 საათიდან დაიწყო. ამ დროისთვის ტროტუარზე კაბელ-არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენებს გადაიტანენ. ასევე დაწყებულია გზის საექსკავაციო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.მერიის ინფორმაციით, შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზისხევთან დააკავშირებს.გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით, დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ორი თვის ვადაში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.გმირთა მოედანი ვარაზისხევის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241701_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_cf9db32676df2352312ebaa0ace01a17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერიამ 2024 წლის თებერვალში გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში, დამატებითი სატრანსპორტო ზოლის მშენებლობის ახალი პროექტი დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
სამუშაოები 17 იანვრის 24:00 საათიდან დაიწყო. ამ დროისთვის ტროტუარზე კაბელ-არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენებს გადაიტანენ. ასევე დაწყებულია გზის საექსკავაციო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ერთი შუქნიშანი განთავსდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ხოლო მეორე უშუალოდ გვირაბის გამოსასვლელის შემდეგ, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადების გადანაწილებასა და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
მერიის ინფორმაციით, შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზისხევთან დააკავშირებს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით, დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ორი თვის ვადაში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.
გმირთა მოედანი ვარაზისხევის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.