https://sputnik-georgia.com/20250120/donald-trampi-ashsh-prezidenti-gaxda-291822678.html
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა
Sputnik საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T21:06+0400
2025-01-20T21:06+0400
2025-01-20T21:15+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0c/291728597_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_11322f263db6972c36850b6a46b16bb8.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა.ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გლოვერ რობერტსის წინაშე დადო. პრეზიდენტმა ფიცი ორ ბიბლიაზე - ერთი, რომელიც მას მემკვიდრეობით დედისგან ერგო და მეორე, რომელზეც ფიცი აბრაამ ლინკოლნმა 1861 წელს დადო.მანამდე კი ფიცი დადო აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.ტრამპის ინაუგურაციას ამერიკის ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი ესწრებიან. ცერემონიაზე იმყოფება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.ინაუგურაციას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას, მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი ესწრებოდა.დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.ინაუგურაციის ცერემონიალი, ტრადიციულად, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა უამინდობის გამო (-11C) ღონისძიების შიდა სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამერიკული მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინაუგურაცია უამინდობის გამო შიდა სივრცეში გაიმართა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1985 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღესაც.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0c/291728597_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_66ece8808c9d3e444a7e0645cb56fefc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა
21:06 20.01.2025 (განახლებულია: 21:15 20.01.2025) ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა.
ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გლოვერ რობერტსის წინაშე დადო. პრეზიდენტმა ფიცი ორ ბიბლიაზე - ერთი, რომელიც მას მემკვიდრეობით დედისგან ერგო და მეორე, რომელზეც ფიცი აბრაამ ლინკოლნმა 1861 წელს დადო.
„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად ვუხელმძღვანელებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მხარი დავუჭირო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია“, — განაცხადა ტრამპმა მარჯვენა ხელის აწევით და ბიბლიაზე მარცხენა ხელის დადებით.
მანამდე კი ფიცი დადო აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ტრამპის ინაუგურაციას ამერიკის ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი ესწრებიან. ცერემონიაზე იმყოფება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.
ინაუგურაციას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას, მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი ესწრებოდა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.
ინაუგურაციის ცერემონიალი, ტრადიციულად, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა უამინდობის გამო (-11C) ღონისძიების შიდა სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამერიკული მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინაუგურაცია უამინდობის გამო შიდა სივრცეში გაიმართა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1985 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღესაც.