https://sputnik-georgia.com/20250120/borjomshi-ojaxi-axaldabadebul-bavshvze-pulad-daxmarebas-miigebs-291812161.html
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს
Sputnik საქართველო
ახალდაბადებული ბავშვის მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T13:39+0400
2025-01-20T13:39+0400
2025-01-20T13:39+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/12/238811276_0:107:1024:683_1920x0_80_0_0_291ea6ef86a913402c669f8f54363663.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის, შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.გარდა ამისა, ახალშობილის ოჯახი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა.სოციალური პროგრამების პირობების მიხედვით, მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული.მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის 66,9 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლის უმეტესი ნაწილი მოხმარდება მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/12/238811276_57:0:968:683_1920x0_80_0_0_3e544dd8814854c09f8ae993bbd7e39c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს
ახალდაბადებული ბავშვის მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის, შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.
ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ერთჯერადად - პირველ შვილზე 1000 ლარს, მეორე შვილზე - 2 ათას ლარს, მესამე შვილზე - 3 ათას ლარს, მეოთხე შვილზე 4 ათასს ლარს, მეხუთე შვილზე 5 - ათასს ლარს და ა.შ მიიღებს. ტყუპების შეძენის შემთხვევაში მშობლები 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, ახალშობილის ოჯახი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.
აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა.
სოციალური პროგრამების პირობების მიხედვით, მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული.
მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის 66,9 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლის უმეტესი ნაწილი მოხმარდება მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაცვას.