https://sputnik-georgia.com/20250119/samebashi-wylis-kurtxevis-wesi-shesrulda-291805654.html
მეუფე შიო: შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს
მეუფე შიო: შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს
Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი შესრულდა. 19.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-19T15:49+0400
2025-01-19T15:49+0400
2025-01-19T15:49+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274063029_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_115ad93920c76712a70a9bc0b5789fa2.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ აღავლინა.მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევა გადასცა.დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ასევე წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყლის კურთხევის რიტუალს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ასევე, ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".დღეს ნათლისღებასთან დაკავშირებული საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274063029_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_44d5ea597b335c937c64ab37a09ef46a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
მეუფე შიო: შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი შესრულდა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ აღავლინა.
მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
„ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს. გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას. ნათლისღების მადლს მოაქვს ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“, - განაცხადა მეუფე შიომ.
დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ასევე წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყლის კურთხევის რიტუალს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ასევე, ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
დღეს ნათლისღებასთან დაკავშირებული საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.
წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.