https://sputnik-georgia.com/20250119/mzgolebs-mesame-piris-pasuxismgeblobis-dazgveva-daekisrebat-291804220.html
საქართველოში ავტომობილების მფლობელებს ახალი სადაზღვევო ვალდებულება დაეკისრებათ
საქართველოში ავტომობილების მფლობელებს ახალი სადაზღვევო ვალდებულება დაეკისრებათ
Sputnik საქართველო
მესამე პირის დაზღვევა - ავტომფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სავალდებულოა. 19.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-19T12:50+0400
2025-01-19T12:50+0400
2025-01-19T12:50+0400
საქართველო
კანონმდებლობა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286545877_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_dfa296ca04557cabb27429e5ffbb1ee6.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ავტომობილების მფლობელთათვის, შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს, განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.ახალი სადაზღვევო წესების შემოღება, რომელიც ავტომობილის დაზღვევას უფრო მოსახერხებელს გახდის, ბოლო რამდენიმე წელია განიხილება. დღეისთვის ავტომობილების დაზღვევა მხოლოდ საქართველოში შემოსული უცხოელებისთვისაა სავალდებულო, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაზღვევა ნებაყოფლობითია.მისი თქმით, პროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე წარედგინება და კანონმდებლები მას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მიიღებენ, ხოლო ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.ამ კანონით მზღვეველი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დაზღვევის პოლისის საფუძველზე. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ჰქონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286545877_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_cea1a336738040578dc74bee820c8abf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში ავტომობილების მფლობელებს ახალი სადაზღვევო ვალდებულება დაეკისრებათ
მესამე პირის დაზღვევა - ავტომფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სავალდებულოა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ავტომობილების მფლობელთათვის, შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს, განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.
ახალი სადაზღვევო წესების შემოღება, რომელიც ავტომობილის დაზღვევას უფრო მოსახერხებელს გახდის, ბოლო რამდენიმე წელია განიხილება. დღეისთვის ავტომობილების დაზღვევა მხოლოდ საქართველოში შემოსული უცხოელებისთვისაა სავალდებულო, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაზღვევა ნებაყოფლობითია.
„ახალი კანონპროექტი უკვე სრულად მომზადებულია. იგი სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად განიხილეს და გათვალისწინებული იქნა შენიშვნებიც“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, პროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე წარედგინება და კანონმდებლები მას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მიიღებენ, ხოლო ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
ამ კანონით მზღვეველი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დაზღვევის პოლისის საფუძველზე.
ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ჰქონდა.