https://sputnik-georgia.com/20250119/mixeil-yavelasvilma-asobit-patimari-seiwyala-291808694.html
მიხეილ ყაველაშვილმა ასობით პატიმარი შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა ასობით პატიმარი შეიწყალა
Sputnik საქართველო
ამნისტიის შესახებ დეტალები არ ხმაურდება. 19.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-19T20:21+0400
2025-01-19T20:21+0400
2025-01-19T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604093_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3a496adbe6aed30827d7b301b32437c5.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.ამნისტიის შესახებ სხვა დეტალები არ ხმაურდება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტი პატიმარი 2006-2011 წლებში იყო - საშუალოდ 20-25 ათასი. 2013 წლიდან მსჯავრდებულთა რაოდენობა საშუალოდ 9 ათასია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604093_152:0:2048:1422_1920x0_80_0_0_fc481a45c706505534a82f0cad375639.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილმა ასობით პატიმარი შეიწყალა
20:21 19.01.2025 (განახლებულია: 23:25 19.01.2025) ამნისტიის შესახებ დეტალები არ ხმაურდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამნისტიის შესახებ სხვა დეტალები არ ხმაურდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტი პატიმარი 2006-2011 წლებში იყო - საშუალოდ 20-25 ათასი. 2013 წლიდან მსჯავრდებულთა რაოდენობა საშუალოდ 9 ათასია.