https://sputnik-georgia.com/20250119/aeroportebi-8-mln-mgzavrs-moemsaxureba-291802573.html
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება
Sputnik საქართველო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 2024 წელს რეკორდი დაამყარეს და 7,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, 19.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-19T10:53+0400
2025-01-19T10:53+0400
2025-01-19T10:53+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5e09add1babe593908d99452c0897605.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანიის შემოსვლის წყალობით ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს მიიღებს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 2024 წელს რეკორდი დაამყარეს და 7,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 24%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.„წელს სამ საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით“, - განაცხადა ქარქაშაძემ.მისი თქმით, 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანია გამოჩნდება: British Airways და EasyJet.„2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე დიდი ბრიტანეთის ფლაგმანი British Airways შემოვა. ასევე დაიწყებს ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet, რომელიც პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით", - განაცხადა ქარქაშაძემ.როგორც ადრე ქარქაშაძემ განაცხადა, 2024 წელს გაერთიანებამ 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მარშრუტის მიმართულებით მოლაპარაკებები დაასრულა.გარდა British Airways-ისა და EasyJet-ისა, 9 აპრილიდან პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენებს Transavia France დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss კვირაში ორი სიხშირით რეისებს შეასრულებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_839810e0f6d060be8ba07bdb5a4312cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 2024 წელს რეკორდი დაამყარეს და 7,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ,
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანიის შემოსვლის წყალობით ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს მიიღებს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 2024 წელს რეკორდი დაამყარეს და 7,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 24%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
„წელს სამ საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანია გამოჩნდება: British Airways და EasyJet.
„2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე დიდი ბრიტანეთის ფლაგმანი British Airways შემოვა. ასევე დაიწყებს ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet, რომელიც პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით", - განაცხადა ქარქაშაძემ.
როგორც ადრე ქარქაშაძემ განაცხადა, 2024 წელს გაერთიანებამ 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მარშრუტის მიმართულებით მოლაპარაკებები დაასრულა.
გარდა British Airways-ისა და EasyJet-ისა, 9 აპრილიდან პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენებს Transavia France დაიწყებს.
ასევე, 12 აპრილიდან შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss კვირაში ორი სიხშირით რეისებს შეასრულებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით.