https://sputnik-georgia.com/20250118/vaziansi-axali-aeroportis-mseneblobit-saertasoriso-kompaniebi-dainteresdnen-291803479.html
ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ
ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ
Sputnik საქართველო
მთავრობის გეგმის თანახმად, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს აშენდება 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T22:19+0400
2025-01-18T22:19+0400
2025-01-18T22:19+0400
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_158de6000d2201e2b3be9f45fa8e4f6a.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება გამოხატეს როგორც ევროპულმა, ისე აზიურმა საერთაშორისო კომპანიებმა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.მისი თქმით, ვაზიანის ახალი აეროპორტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი - TAV Georgia-ც დაინტერესდა.„TAV Georgia-მ ყველაზე კარგად იცის ქართული ბაზარი და ინტერესიც აქვს, თუმცა როგორ განვითარდება მოლაპარაკებები და რომელი კომპანია შევა ვაზიანის აეროპორტის მართვაში ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტიროგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_0d07a0e363d32d030c1580f65d5e646a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ
მთავრობის გეგმის თანახმად, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს აშენდება
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება გამოხატეს როგორც ევროპულმა, ისე აზიურმა საერთაშორისო კომპანიებმა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.
„ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენლად დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტის მხრივ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რეგიონზე. ინტერესი არის როგორც ევროპული, ისე აზიური და ახლო აღმოსავლეთიდან. თითქმის ყველა მსხვილი საერთაშორისოდ ცნობილი მოთამაშე გამოთქვამს ინტერესს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მისი თქმით, ვაზიანის ახალი აეროპორტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი - TAV Georgia-ც დაინტერესდა.
„TAV Georgia-მ ყველაზე კარგად იცის ქართული ბაზარი და ინტერესიც აქვს, თუმცა როგორ განვითარდება მოლაპარაკებები და რომელი კომპანია შევა ვაზიანის აეროპორტის მართვაში ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტი
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.