https://sputnik-georgia.com/20250118/ukve-oficialurad-kvaracxeliam-pari-sen-jermentan-kontraqti-gaaforma-291801368.html
უკვე ოფიციალურად: კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გააფორმა
უკვე ოფიციალურად: კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გააფორმა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T17:22+0400
2025-01-18T17:22+0400
2025-01-18T17:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/12/291798827_0:39:512:327_1920x0_80_0_0_60b39edfa9342948bc3527f5352f9608.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართველმა გარემარბმა, 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა, იუწყება „პსჟ“-ს ოფიციალური ვებგვერდი.კვარაცხელიას ტრანსფერში მისმა ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო, ასევე 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღო.ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, არსებული ინფორმაციით, სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.ხვიჩამ, როგორც საფრანგეთის ჩემპიონის გუნდის ფეხბურთელმა, მედიისთვის პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.„პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/2025 სეზონის ჩემპიონია. გუნდმა 17 მატჩში 43 ქულა მოაგროვა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვარაცხელია 7 ნომრით ითამაშებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.კვარაცხელიას ტრანსფერი „პსჟ“-ში ყველაზე ძვირადღირებულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მანამდე ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ 24 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა.ბრიტანელებმა მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეკარე „ლივერპულში“ თამაშს ოფიციალურად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ - 2025 წლის ზაფხულში დაიწყებს.კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/12/291798827_0:0:512:385_1920x0_80_0_0_f5ef057c4f6fc50cc653ef0778361510.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
უკვე ოფიციალურად: კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართველმა გარემარბმა, 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა, იუწყება „პსჟ“-ს ოფიციალური ვებგვერდი.
კვარაცხელიას ტრანსფერში მისმა ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო, ასევე 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, არსებული ინფორმაციით, სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
ხვიჩამ, როგორც საფრანგეთის ჩემპიონის გუნდის ფეხბურთელმა, მედიისთვის პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.
„აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/2025 სეზონის ჩემპიონია. გუნდმა 17 მატჩში 43 ქულა მოაგროვა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვარაცხელია 7 ნომრით ითამაშებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.
კვარაცხელიას ტრანსფერი „პსჟ“-ში ყველაზე ძვირადღირებულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მანამდე ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ 24 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა.
ბრიტანელებმა მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეკარე „ლივერპულში“ თამაშს ოფიციალურად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ - 2025 წლის ზაფხულში დაიწყებს.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.