https://sputnik-georgia.com/20250118/tbilissi-eleqtromobilebis-damtenebis-qseli-gafartovdeba-291796206.html
თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი გაფართოვდება
თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი გაფართოვდება
Sputnik საქართველო
ყველა ელექტროდამტენი უფასო იქნება. 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T11:39+0400
2025-01-18T11:39+0400
2025-01-18T11:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/46/242944687_0:0:3232:1819_1920x0_80_0_0_d474024d23d4f0675be2a17ea9d1aa4e.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით დამატებით 198 ელექტროდამტენის მონტაჟზე აუქციონი გამოაცხადა.ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის წახალისება დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა ქვეყნის ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით შეცვლას გეგმავს.აუქციონის პირობების თანახმად, ელექტრომობილების თითოეული დამტენი სადგური განთავსდება 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მისი სიმძლავრე 30 კვტ-ზე იქნება გათვლილი.მომავალი ელექტროდამტენი სადგურების მისამართები, რომლებიც მთელ ქალაქს მოიცავს, აუქციონზე წარმოდგენილია სამ ლოტად – თითოეულში 66 მისამართით. თითოეული ლოტის საწყისი ფასი დაახლოებით 43,6 ათასი ლარია.ყველა ელექტროდამტენი უფასო იქნება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 7777 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული და მათი რაოდენობა გასული წლის განმავლობაში 2725 ერთეულით გაიზარდა.„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 91,6 მილიონი დოლარის ღირებულების 4711 ელექტრომობილია იმპორტირებული. ელექტრომობილების უმეტესობა საქართველოში აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან შემოდის.საქართველომ ექსპორტზე 24,6 მილიონი დოლარის ღირებულების 985 ავტომობილი გაიტანა. ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ელექტრომობილები იგზავნება, არის ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/46/242944687_501:0:3232:2048_1920x0_80_0_0_577f7c99fc99f156f286c97e9f239908.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი გაფართოვდება
ყველა ელექტროდამტენი უფასო იქნება.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით დამატებით 198 ელექტროდამტენის მონტაჟზე აუქციონი გამოაცხადა.
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის წახალისება დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა ქვეყნის ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით შეცვლას გეგმავს.
აუქციონის პირობების თანახმად, ელექტრომობილების თითოეული დამტენი სადგური განთავსდება 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მისი სიმძლავრე 30 კვტ-ზე იქნება გათვლილი.
მომავალი ელექტროდამტენი სადგურების მისამართები, რომლებიც მთელ ქალაქს მოიცავს, აუქციონზე წარმოდგენილია სამ ლოტად – თითოეულში 66 მისამართით. თითოეული ლოტის საწყისი ფასი დაახლოებით 43,6 ათასი ლარია.
ყველა ელექტროდამტენი უფასო იქნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 7777 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული და მათი რაოდენობა გასული წლის განმავლობაში 2725 ერთეულით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 91,6 მილიონი დოლარის ღირებულების 4711 ელექტრომობილია იმპორტირებული. ელექტრომობილების უმეტესობა საქართველოში აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან შემოდის.
საქართველომ ექსპორტზე 24,6 მილიონი დოლარის ღირებულების 985 ავტომობილი გაიტანა. ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ელექტრომობილები იგზავნება, არის ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი.