https://sputnik-georgia.com/20250118/saqartvelos-saertasori9so-aeroportebi-2025-wels-8-milionze-met-mgzavrs-miirebs-prognozi-291798658.html
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს ელიან - პროგნოზი
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს ელიან - პროგნოზი
Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T14:21+0400
2025-01-18T14:21+0400
2025-01-18T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5e09add1babe593908d99452c0897605.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება და ამას ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანიის შემოსვლა განაპირობებს, განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია.მისი თქმით, წელს საქართველოს ავიაბაზარზე ერთბაშად ორი მსხვილი ავიაკომპანია შემოვა.„2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, გასულ წელს გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ათ ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით.British Airways და EasyJet-ის გარდა, 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს.ასევე, 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss-ი იფრენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_839810e0f6d060be8ba07bdb5a4312cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2025 წელს 8 მილიონზე მეტ მგზავრს ელიან - პროგნოზი
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება და ამას ავიაბაზარზე ორი მსხვილი ავიაკომპანიის შემოსვლა განაპირობებს, განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია.
„წელს 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით სამივე საერთაშორისო აეროპორტში“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, წელს საქართველოს ავიაბაზარზე ერთბაშად ორი მსხვილი ავიაკომპანია შემოვა.
„2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, გასულ წელს გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ათ ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით.
British Airways და EasyJet-ის გარდა, 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს.
ასევე, 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss-ი იფრენს.