საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე სახანძრო აირწინაღები შეიძინა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / FB საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2025
გამოწერა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი, თანამედროვე აირწინაღები ხანძრის ქრობის პროცესში ეფექტური და მოსახერხებელია, რადგან ფართო პანორამული ტიპის სახის ნიღაბი და ჰაერის სასუნთქი მსუბუქი აპარატი გააჩნია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ახალი სახანძრო სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას.
ყველა ახალი ამბავი
0