https://sputnik-georgia.com/20250118/kobaxize-ivanisvilis-dasanqcireba-yovelgvar-safuzvels-moklebulia-291795971.html
კობახიძე: ივანიშვილის დასანქცირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
კობახიძე: ივანიშვილის დასანქცირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
Sputnik საქართველო
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით წარდგნენ. 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T10:44+0400
2025-01-18T10:44+0400
2025-01-18T10:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249796634_0:0:3392:1909_1920x0_80_0_0_6ea67c622ce38525fbd2746eacb7a13b.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დიდ ბრიტანეთს რეპუტაციას შეულახავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა, შეერთებული შტატების კვალდაკვალ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით წარდგნენ. მიმართვას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.ამასთან მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.„დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.შტატებმა ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.გარდა ამისა, აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.მეტიც, შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცავს. „ოცნებამ“ ევროკავშირის ქვეყნებიდან მილოცვები მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთისგან მიიღო.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249796634_661:0:3392:2048_1920x0_80_0_0_3d030eb4370af6a7e6d6297d45f4c30f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დიდი ბრიტანეთი
კობახიძე: ივანიშვილის დასანქცირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით წარდგნენ.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დიდ ბრიტანეთს რეპუტაციას შეულახავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა, შეერთებული შტატების კვალდაკვალ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით წარდგნენ. მიმართვას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„იცით, რომ ინიციირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
„დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
შტატებმა ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
გარდა ამისა, აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მეტიც, შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.
ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.
პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცავს. „ოცნებამ“ ევროკავშირის ქვეყნებიდან მილოცვები მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთისგან მიიღო.