ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს

© https://en.psg.fr/ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2025
გამოწერა
კვარაცხელიას „ნაპოლიდან" საფრანგეთის ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას“, – დაწერა მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში.
ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ხელფასი ახალ კლუბში „ნაპოლისთან" შედარებით 1,5-დან 7-7,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.
ყველა ახალი ამბავი
0