https://sputnik-georgia.com/20250118/ceskos-tavmjdomare-arcevnebis-gayalbebis-gamoziebis-sedegebit-kmayofilia-291802742.html
ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების გაყალბების გამოძიების შედეგებით კმაყოფილია
ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების გაყალბების გამოძიების შედეგებით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
შეფასებები ან უნდობლობის შესახებ განცხადებები წმინდა მანიპულაციური ხასიათისაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, განაცხადა კალანდარიშვილმა 18.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-18T20:30+0400
2025-01-18T20:30+0400
2025-01-18T20:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_f321c00216875dd23eb661ccd05b7b19.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პროკურატურის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ერთდროულად რამდენი უბანზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გაუსაჩივრებიათ დანადგარების მომწოდებელი კომპანია და დანადგარების შემმოწმებელი აუდიტორული კომპანია, რომლებიც ცესკომ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად შეარჩია.„თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შეფასებები რომელიც კეთდება, ან განცხადებები უნდობლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.რა აჩვენა გამოძიებამჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა.ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.წინასაარჩევნო პერიოდში და საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე 47 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.გამოძიება გაყალბების, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების, არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის მისამართით ან წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ძალადობისა და მუქარის, საგნების დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს.გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი.არჩევნები საქართველოშისაქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების – ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გზით ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩ-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ეუთოს მისიის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ 24%-ში ფარულობის პრინციპი იყო პოტენციურად დარღვეული - ბიულეტენების ურნაში მოთავსების მეთოდის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო დაგეგმარებისა და ბიულეტენების უკანა მხრიდან მარკერის ხილული კვალის გამო.მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_5:0:1288:962_1920x0_80_0_0_175f9ba2b99d20d19d022a30c3df76ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო
ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების გაყალბების გამოძიების შედეგებით კმაყოფილია
შეფასებები ან უნდობლობის შესახებ განცხადებები წმინდა მანიპულაციური ხასიათისაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, განაცხადა კალანდარიშვილმა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პროკურატურის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ერთდროულად რამდენი უბანზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება.
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გაუსაჩივრებიათ დანადგარების მომწოდებელი კომპანია და დანადგარების შემმოწმებელი აუდიტორული კომპანია, რომლებიც ცესკომ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად შეარჩია.
„თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შეფასებები რომელიც კეთდება, ან განცხადებები უნდობლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა.
ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.
ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში და საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე 47 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გამოძიება გაყალბების, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების, არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის მისამართით ან წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ძალადობისა და მუქარის, საგნების დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების – ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გზით ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.
ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩ-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ეუთოს მისიის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ 24%-ში ფარულობის პრინციპი იყო პოტენციურად დარღვეული - ბიულეტენების ურნაში მოთავსების მეთოდის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო დაგეგმარებისა და ბიულეტენების უკანა მხრიდან მარკერის ხილული კვალის გამო.
მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.