https://sputnik-georgia.com/20250117/saqartvelos-da-azerbaijans-soris-tanamsromlobis-memorandumebi-gaformda-291793320.html
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბაქოში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბაქოში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
Sputnik საქართველო
ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. 17.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-17T21:48+0400
2025-01-17T21:48+0400
2025-01-17T21:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/11/291790298_0:297:2049:1449_1920x0_80_0_0_2641ab5ebc39329b180b9191e6cfdcd2.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე, საიუბილეო სხდომის შედეგების მიხედვით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები რიგრიგობით ბაქოსა და თბილისში იმართება.ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის.ასევე ხელმოწერილია მემორანდუმები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.„ჩვენ უნდა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, - განაცხადა ასადოვმა.ორმხრივი ურთიერთობებისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/11/291790298_43:0:1975:1449_1920x0_80_0_0_428f174e1ac34cdad633fe9d35de0447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კავკასია
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბაქოში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე, საიუბილეო სხდომის შედეგების მიხედვით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები რიგრიგობით ბაქოსა და თბილისში იმართება.
ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის.
ასევე ხელმოწერილია მემორანდუმები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში“, - დოკუმენტების ხელმოწერამდე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„ჩვენ უნდა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, - განაცხადა ასადოვმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.