https://sputnik-georgia.com/20250117/ra-ganixiles-kobaxizem-da-alievma-baqosi-sexvedris-detalebi-291793494.html
რა განიხილეს კობახიძემ და ალიევმა ბაქოში - შეხვედრის დეტალები
რა განიხილეს კობახიძემ და ალიევმა ბაქოში - შეხვედრის დეტალები
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი და საქართველო გახდება ის დამაკავშირებელი რგოლი და ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამყარდება, განაცხადა ალიევმა 17.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-17T21:59+0400
2025-01-17T21:59+0400
2025-01-17T21:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/11/291790108_0:14:977:564_1920x0_80_0_0_af7b975d40739c4f22be651702277bb7.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმატება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გასაღები იქნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეათე, საიუბილეო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა.მისი თქმით, პრემიერთან განხილულ საკითხთა შორის იყო ურთიერთობების თემა და შუა დერეფნის პროექტი.თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი და შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთო მიზნების მიღწევას.ორმხრივი ურთიერთობებისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/11/291790108_31:0:874:632_1920x0_80_0_0_ec6cbeb16b6a64bef49779589f6ac1ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
რა განიხილეს კობახიძემ და ალიევმა ბაქოში - შეხვედრის დეტალები
აზერბაიჯანი და საქართველო გახდება ის დამაკავშირებელი რგოლი და ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამყარდება, განაცხადა ალიევმა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმატება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გასაღები იქნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეათე, საიუბილეო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა.
„თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც“, - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, პრემიერთან განხილულ საკითხთა შორის იყო ურთიერთობების თემა და შუა დერეფნის პროექტი.
„აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი და შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთო მიზნების მიღწევას.
„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.