https://sputnik-georgia.com/20250117/msoflio-bankma-saqartvelostvis-msp-is-zrdis-prognozi-gadaxeda-291793948.html
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი გადახედა
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი გადახედა
Sputnik საქართველო
2025 წელს საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2026 წელს - 5%-ით ზრდას ელის. 17.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-17T22:57+0400
2025-01-17T22:57+0400
2025-01-18T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_6668ed484b9592388bcfb6e1951da5c9.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ნათქვამია მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების“ მიმოხილვის ანგარიშში.ამგვარად, მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 7,5-დან 9%-მდე გაზარდა.2025 წელს საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2026 წელს - 5%-ით ზრდას ელის.„ნავარაუდევია, რომ სომხეთში და საქართველოში ზრდა შემცირდება პოტენციურ ტემპებამდე, რადგან ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს“, - ნათქვამია ანგარიშში.ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის შენელებას 2025 წელს 3,9%-მდე, ხოლო 2026 წელს - 3,4%-მდე პროგნოზირებს.2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10% იყო. საქართველოს ხელისუფლება ასევე ინარჩუნებს წლიურ პროგნოზს 2024 წლისთვის 9%-ზე.როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში მოახერხა არა ნომინალური, არამედ თითქმის ორნიშნა ტემპებით გამოხატული რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5,5% იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e426619fe314090d7cbb820d596098e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი გადახედა
22:57 17.01.2025 (განახლებულია: 10:40 18.01.2025) 2025 წელს საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2026 წელს - 5%-ით ზრდას ელის.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ნათქვამია მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების“ მიმოხილვის ანგარიშში.
ამგვარად, მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 7,5-დან 9%-მდე გაზარდა.
2025 წელს საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2026 წელს - 5%-ით ზრდას ელის.
„ნავარაუდევია, რომ სომხეთში და საქართველოში ზრდა შემცირდება პოტენციურ ტემპებამდე, რადგან ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის შენელებას 2025 წელს 3,9%-მდე, ხოლო 2026 წელს - 3,4%-მდე პროგნოზირებს.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10% იყო. საქართველოს ხელისუფლება ასევე ინარჩუნებს წლიურ პროგნოზს 2024 წლისთვის 9%-ზე.
როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში მოახერხა არა ნომინალური, არამედ თითქმის ორნიშნა ტემპებით გამოხატული რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5,5% იქნება.