https://sputnik-georgia.com/20250117/azerbaijansi-saqartvelos-saelcos-senoba-asendeba-291790975.html
აზერბაიჯანში ახლო მომავალში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
აზერბაიჯანში ახლო მომავალში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. 17.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-17T17:14+0400
2025-01-17T17:14+0400
2025-01-17T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24595/29/245952951_0:85:1176:747_1920x0_80_0_0_dedfafc43d214fcddba9fbea1b7ed48e.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოს ცენტრალურ უბანში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საქართველოს 3450 კვ მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში საელჩოს შენობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24595/29/245952951_33:0:1142:832_1920x0_80_0_0_f9efa525cf55fcb3790153938e408e46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია
აზერბაიჯანში ახლო მომავალში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოს ცენტრალურ უბანში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს 3450 კვ მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში საელჩოს შენობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.
ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„მიწის ნაკვეთი განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, 3 500 კვ.მ. მიწაზე განთავსდება საქართველოს საელჩო. ასევე იქნება სხვადასხვა პროექტი განხორციელებული ამ ნაკვეთზე, შესაბამისად, იქნება ელჩის რეზიდენცია, საკონსულოს მისაღები, საელჩოს ძირითადი შენობა. ვფიქრობ, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ, მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებისთვის, გაძლიერებისთვის. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს ექნება ახალი საელჩო, სადაც განთავსებული იქნება დიპლომატიური კორპუსი“, – განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 664,4 მლნ დოლარი შეადგინა.