https://sputnik-georgia.com/20250116/saqartvelom-2024-weli-turizmis-kutxit-rekordit-daasrula-pirveli-291771222.html
საქართველომ 2024 წელი ტურიზმის კუთხით რეკორდით დაასრულა - პირველი კომენტარი
საქართველომ 2024 წელი ტურიზმის კუთხით რეკორდით დაასრულა - პირველი კომენტარი
Sputnik საქართველო
საქართველომ 2024 წელს დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო 16.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-16T10:42+0400
2025-01-16T10:42+0400
2025-01-16T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906565_40:0:1240:675_1920x0_80_0_0_dd7416b6acf2a5a2d69855143b822b2a.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა, ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.2024 წელს საქართველომ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.მისი თქმით, 2025 წელს საქართველო გააგრძელებს მუშაობას ტურისტების მოსაზიდად პრიორიტეტული მიმართულებებით: მიმართულებებშია: ესაა ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, ისრაელი.„ვფიქრობთ ძალიან წარმატებული წელი გვექნება. იწყება საერთაშორისო გამოფენების სეზონი, სადაც წარვდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად და მოვახდენთ საქართველოს პოზიციონირებას, ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ბიზნესკავშირები დაამყაროს საერთაშორისო კომპანიებთან“, - განაცხადა მაია ომიაძემ.2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა - 1,4 მილიონზე მეტი, რაც 0,2%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.შემდეგ მოდიან თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის მოქალაქეები. 15 ტოპ ქვეყანაში ასევე შედიან ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906565_190:0:1090:675_1920x0_80_0_0_262eb480d67da86767db6f76570a27fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველომ 2024 წელი ტურიზმის კუთხით რეკორდით დაასრულა - პირველი კომენტარი
საქართველომ 2024 წელს დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა, ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
2024 წელს საქართველომ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
„2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები შედგა, 5.1 მილიონ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია“, - განაცხადა ომიაძემ.
მისი თქმით, 2025 წელს საქართველო გააგრძელებს მუშაობას ტურისტების მოსაზიდად პრიორიტეტული მიმართულებებით: მიმართულებებშია: ესაა ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, ისრაელი.
„ვფიქრობთ ძალიან წარმატებული წელი გვექნება. იწყება საერთაშორისო გამოფენების სეზონი, სადაც წარვდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად და მოვახდენთ საქართველოს პოზიციონირებას, ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ბიზნესკავშირები დაამყაროს საერთაშორისო კომპანიებთან“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა - 1,4 მილიონზე მეტი, რაც 0,2%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
შემდეგ მოდიან თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის მოქალაქეები. 15 ტოპ ქვეყანაში ასევე შედიან ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.