რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2025
გამოწერა
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია იძულებული იყო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ოთხიდან ორ ლოტზე განმეორებითი ტენდერი გამოეცხადებინა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო პროექტი გადაიდო. ცოტა ხნის წინ კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურით დაიწყება.
რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის შეკეთების პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ 28,4 მლნ ლარის ოდენობის 4 ტენდერი გამოაცხადა.
სავალი ნაწილი დაიყო ოთხ მონაკვეთად:
თ. ჭოველიძის ქუჩიდან „რუსთაველის“ მეტრომდე - 4,3 მილიონი ლარი
„რუსთაველის“ მეტროდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩამდე - 8,4 მილიონი ლარი
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩამდე - 8,7 მილიონი ლარი
ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე – 6,8 მლნ ლარი.
განაცხადების მიღების ვადა 14 იანვრამდე გაგრძელდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთების შეკეთებაზე ორ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ, „დინ ჯგუფმა“ შეიტანა. მისი განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია.
რუსთაველის გამზირის დანარჩენი ტერიტორიის თავისუფლების მოედნამდე განახლებისთვის პრეტენდენტები არ გამოჩენილან. ხელახალ ტენდერებზე განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაზარიანცის სახლი
Проспект Руставели в Тбилиси. Дом Мелик Азарянца - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2025
აზარიანცის სახლი
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება - 60 მილიონი ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - გზაზე.
გამზირზე სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ქალაქის მცხოვრებთათვის საგზაო მოძრაობის გეგმა ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0