https://sputnik-georgia.com/20250116/laguna-veres-reabilitacia-iwyeba-291780429.html
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია: ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია: ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
პროექტი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება, დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში... 16.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-16T21:00+0400
2025-01-16T21:00+0400
2025-01-16T21:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_21fe376f439471496d01bf816586b28c.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.დედაქალაქის მერიამ 2024 წლის თებერვალში გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში, დამატებითი სატრანსპორტო ზოლის მშენებლობის ახალი პროექტი დაიწყო.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.ტრანსპორტის მოძრაობა ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.უწყების ცნობით, პროექტი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება, დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება.პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.გმირთა მოედანი ვარაზისხევის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის მთავარი სატრანსპორტო კვანძია. თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_592ba673aae0253b9ee22b783a7af360.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია: ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
პროექტი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება, დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
დედაქალაქის მერიამ 2024 წლის თებერვალში გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში, დამატებითი სატრანსპორტო ზოლის მშენებლობის ახალი პროექტი დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 24:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობა ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.
უწყების ცნობით, პროექტი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება, დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
გმირთა მოედანი ვარაზისხევის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.