https://sputnik-georgia.com/20250116/italieli-jurnalisti-kvaracxelias-wasvlaze-291781495.html
სერია A ფანტასტიკურ მოთამაშეს კარგავს - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას წასვლაზე
სერია A ფანტასტიკურ მოთამაშეს კარგავს - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას წასვლაზე
Sputnik საქართველო
იტალიური და ფრანგული მედიის ცნობით, კვარაცხელია თანაგუნდელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს უკვე დაემშვიდობა. 16.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-16T22:44+0400
2025-01-16T22:44+0400
2025-01-16T22:44+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:326:1639:1248_1920x0_80_0_0_1ddefd05db7aebf9e8e486a1b4991075.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლით სერია A კარგავს ფანტასტიკურ მოთამაშეს და თავის ყველაზე ნათელ ვარსკვლავს, განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ.კვარაცხელიას „ნაპოლიდან" საფრანგეთის ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, გარიგების დასადებად და კონტრაქტის ხელმოსაწერად კლუბებს უმნიშვნელო ფორმალობები დარჩათ. კვარაცხელიას ხელფასი ახალ კლუბში „ნაპოლისთან" შედარებით 1,5-დან 7-7,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.მისი თქმით, თავიდან იტალიაში ქართველი ფეხბურთელის გვარის წარმოთქმაც კი არავის შეეძლო, მაგრამ იგი მალევე კერპი გახდა.„კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო და როგორ გამოეთქვა მისი გვარი, მაგრამ როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, მივხვდი, რა დონის ფეხბურთელთან გვქონდა საქმე", - განაცხადა ჟურნალისტმა.როგორც მან აღნიშნა, იტალია „ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმაც დატოვა, თუმცა ამაზე არავის უტირია.იტალიური და ფრანგული მედიის ცნობით, კვარაცხელია თანაგუნდელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს უკვე დაემშვიდობა. კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:339:1639:1568_1920x0_80_0_0_14d151864d9f946a19cf0d4d4d60d1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
სერია A ფანტასტიკურ მოთამაშეს კარგავს - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას წასვლაზე
იტალიური და ფრანგული მედიის ცნობით, კვარაცხელია თანაგუნდელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს უკვე დაემშვიდობა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლით სერია A კარგავს ფანტასტიკურ მოთამაშეს და თავის ყველაზე ნათელ ვარსკვლავს, განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ.
კვარაცხელიას „ნაპოლიდან" საფრანგეთის ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, გარიგების დასადებად და კონტრაქტის ხელმოსაწერად კლუბებს უმნიშვნელო ფორმალობები დარჩათ. კვარაცხელიას ხელფასი ახალ კლუბში „ნაპოლისთან" შედარებით 1,5-დან 7-7,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
„ვცდილობ კვარაცხელიაზე თვალდახუჭული და დახშული ყურებით ვისაუბრო... ადვილი არ არის, სერია A ფანტასტიკურ ფეხბურთელს კარგავს. მან შეცვალა იტალიური ფეხბურთი, ის იყო ბოლო წლების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი", - განაცხადა ბუჩანტინიმ Tuttonapoli-თან.
მისი თქმით, თავიდან იტალიაში ქართველი ფეხბურთელის გვარის წარმოთქმაც კი არავის შეეძლო, მაგრამ იგი მალევე კერპი გახდა.
„კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო და როგორ გამოეთქვა მისი გვარი, მაგრამ როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, მივხვდი, რა დონის ფეხბურთელთან გვქონდა საქმე", - განაცხადა ჟურნალისტმა.
როგორც მან აღნიშნა, იტალია „ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმაც დატოვა, თუმცა ამაზე არავის უტირია.
„დღეს კი ყველა იტანჯება კვარას წასვლის გამო. ყველას ძალიან მოგვენატრება ხვიჩა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ბუჩანტინიმ.
იტალიური და ფრანგული მედიის ცნობით, კვარაცხელია თანაგუნდელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს უკვე დაემშვიდობა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.