https://sputnik-georgia.com/20250115/sheratoni-gancxadebas-avrcelebs-291768125.html
„შერატონ ბათუმი“: სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან
„შერატონ ბათუმი“: სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან
Sputnik საქართველო
14 იანვრის ღამეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ 15.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-15T20:15+0400
2025-01-15T20:15+0400
2025-01-15T20:15+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_eba8a854d0a7e0e6669e06d4e7809039.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი საგამოძიებო მასალა მივაწოდოთ, ასე გამოეხმაურა სასტუმრო „შერატონი" ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს.14 იანვრის ღამეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას ბათუმში სასტუმრო „შერატონის" ფოიეში თავს დაესხნენ. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. მომხდარი თავდასხმის შედეგად გიორგი გახარია სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს - გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. პოლიტიკოსზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში ინციდენტი მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან მიმართებით. ქორიძის თქმით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1377:1032_1920x0_80_0_0_988ed5ad0b8f020d3c6ac5e707d5fe4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„შერატონ ბათუმი“: სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან
14 იანვრის ღამეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი საგამოძიებო მასალა მივაწოდოთ, ასე გამოეხმაურა სასტუმრო „შერატონი" ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს.
14 იანვრის ღამეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას ბათუმში სასტუმრო „შერატონის" ფოიეში თავს დაესხნენ. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
„ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით. სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარი თავდასხმის შედეგად გიორგი გახარია სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს - გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. პოლიტიკოსზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში ინციდენტი მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან მიმართებით. ქორიძის თქმით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.