https://sputnik-georgia.com/20250115/saqartvelos-aeroportebi-mgzavrebis-rekordul-raodenobas-moemsaxurnen-291742707.html
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურნენ
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურნენ
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 4,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 15.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-15T14:13+0400
2025-01-15T14:13+0400
2025-01-15T14:13+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290326201_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_047f4c5f575d948f4f7b937645a16b58.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.გაერთიანების ცნობით, რეკორდული იყო გასულ წელს ფრენების რაოდენობაც - 31.937, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება, რომელიც 2024 წელს მოემსახურა 4,7 მლნ მგზავრს და 22,7 ათას რეისს. 2023 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 29%-ით, რეისები კი 30%-ით გაიზარდა.რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1.722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.გასულ წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951.760 მგზავრსა და 4.144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 53%-ით, რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, გასულ წელს გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ათ ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით.2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways-ი შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს.ასევე, 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss-ი იფრენს.ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290326201_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_d3fd1cdf7385ba1429ba34e0f1b47720.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურნენ
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 4,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 7,4 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ცნობით, რეკორდული იყო გასულ წელს ფრენების რაოდენობაც - 31.937, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
„2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი იყო. ჩვენ შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს“, - განაცხადა გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება, რომელიც 2024 წელს მოემსახურა 4,7 მლნ მგზავრს და 22,7 ათას რეისს. 2023 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 29%-ით, რეისები კი 30%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1.722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.
გასულ წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951.760 მგზავრსა და 4.144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 53%-ით, რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.
როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, გასულ წელს გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ათ ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით.
„ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ მგზავრთნაკადს და კიდევ უფრო მეტ მიმართულებას“,- განაცხადა ქარქაშაძემ.
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways-ი შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს.
ასევე, 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss-ი იფრენს.
ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.