საქართველომ წლის დასაწყისიდან 7,4 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა

© United Airports of Georgia ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2025
გამოწერა
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 61,5% სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2024 წელს საქართველომ დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
ვიზიტები საქართველოში
2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა - 1,4 მლნ, რაც 2023 წელთან შედარებით 0,2%-ით მეტია.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წელი

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა,%

რუსეთი

1 421,9

0,2

თურქეთი

1 336,8

-4,3

სომხეთი

948,3

-1,5

ისრაელი

311

43,3

აზერბაიჯანი

219,4

9,8

ტოპ-15 ქვეყანას შორის ასევე შედის ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 61,5% სახმელეთო გზით შემოვიდა.
ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" მესამეზე კი „სადახლოს" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 37,8% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 1,6 მლნ ვიზიტორმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0