https://sputnik-georgia.com/20250115/ramdeni-gamoimushava-saqartvelom-qonebis-privatizaciit-291758461.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
Sputnik საქართველო
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ელექტრონულ აუქციონში ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიიღოს მონაწილეობა 15.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-15T15:43+0400
2025-01-15T15:43+0400
2025-01-15T15:43+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041905_0:34:3175:1819_1920x0_80_0_0_8d8290235d694a4841a30664d72347bd.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 236 მილიონი ლარი მოუტანა, რითაც წლიური გეგმა 100%-ით შესრულდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. გასულ წელს სააგენტომ 1.436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის წესით გაყიდული უძრავი ქონების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ იგი გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041905_221:0:2952:2048_1920x0_80_0_0_e99a31a35e166e97787057364c24f5ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ელექტრონულ აუქციონში ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიიღოს მონაწილეობა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 236 მილიონი ლარი მოუტანა, რითაც წლიური გეგმა 100%-ით შესრულდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
გასულ წელს სააგენტომ 1.436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის წესით გაყიდული უძრავი ქონების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.
უწყების ცნობით, პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ იგი გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.