https://sputnik-georgia.com/20250115/laguna-veres-reabilitacia-iwyeba-291757340.html
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება. 15.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-15T13:00+0400
2025-01-15T13:00+0400
2025-01-15T13:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241701_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_943690fc94be1994daceb0a113e4f69f.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს - პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა.კალაძის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება.პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.„პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს", - განაცხადა კალაძემ. გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებდნენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდებოდა. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241701_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_cf9db32676df2352312ebaa0ace01a17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
კალაძის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს - პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.
კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, ხშირად იქმნება საცობები, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო პიკის საათებში მოძრაობა თითქმის პარალიზებულია და მოძრაობის განტვირთვას საათები სჭირდება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განვახორციელოთ", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.
„პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს", - განაცხადა კალაძემ.
გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებდნენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდებოდა. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.