https://sputnik-georgia.com/20250115/gaxariaze-tavdasxmis-paqtze-gamozieba-daiwyo-291754485.html
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. 15.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-15T09:19+0400
2025-01-15T09:19+0400
2025-01-15T09:48+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_110:98:1140:678_1920x0_80_0_0_9683b565f716da8679950a18174cd7dc.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერზე, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".14 იანვრის ღამეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბათუმში სასტუმრო „შერატონის" ფოიეში თავს დაესხნენ. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.„სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_b2b883845b4ded19030dab37b267838f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
09:19 15.01.2025 (განახლებულია: 09:48 15.01.2025) შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერზე, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
14 იანვრის ღამეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბათუმში სასტუმრო „შერატონის" ფოიეში თავს დაესხნენ. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
„ჯერჯერობით, დაუდგენელია მიზეზები, რატომ მოხდა თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ველოდებით შესაბამისი ორგანოებისგან შესაბამის ინფორმაციას," - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა არჩილ სამნიძემ.
„სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.