https://sputnik-georgia.com/20250114/xelisupleba-bavshvebze-zrunvistvis-67-mln-lars-daxarjavs-291751182.html
საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვისთვის 67 მილიონს დახარჯავს
საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვისთვის 67 მილიონს დახარჯავს
Sputnik საქართველო
პროგრამა „მინდობით აღზრდა“ მეურვეებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის ბიოლოგიურ ოჯახებთან კონტაქტის უზრუნველყოფას, ბავშვების განვითარებას, მათ განათლებასა... 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T21:08+0400
2025-01-14T21:08+0400
2025-01-14T21:07+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23063/15/230631560_0:50:1500:894_1920x0_80_0_0_fec99f86a0a27568feaf7174a22ecef1.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის 66,9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლის უმეტესი ნაწილი მოხმარდება მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაცვას, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.ამასთან, მთლიანი თანხიდან მხოლოდ 15,5 მილიონი ლარი მოხმარდება მეურვეობის პროგრამის განვითარებას. საქართველოში ამ პროგრამამ, რომელსაც „მინდობით აღზრდა" ეწოდება, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა ბავშვთა სახლები.პროგრამაში ხვდებიან სახელმწიფო რეგისტრაციის მქონე მიმღებ ოჯახებში მცხოვრები 21 წლამდე პირები, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებთან ყოფნა სხვადასხვა გარემოებების გამო შეუძლებელია. ეს ბავშვები არ არიან ობლები და არ შეიძლება მათი გაშვილება.პროგრამა „მინდობით აღზრდა“ მეურვეებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის ბიოლოგიურ ოჯახებთან კონტაქტის უზრუნველყოფას, ბავშვების განვითარებას, მათ განათლებასა და აღზრდას.თუ ბავშვის მინდობით აღზრდით ნათესავები დაკავდებიან, ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებენ 230 ლარს, თუ საუბარია შშმ ბავშვზე - 400 ლარს. პროგრამაში ბავშვის რეგულარულად ყოფნის შემთხვევაში გადასახადი შეადგენს 25 ლარს დღეში, ბავშვის მინდობით აღზრდის დროებით ან გადაუდებელი გადაცემის შემთხვევაში კი 35 ლარს დღეში.ხოლო ოჯახები, რომლებიც შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის პროგრამით ბავშვზე აიღებენ მეურვეობას დღეში 20 ლარს იღებენ.სახელმწიფო კიდევ 7,7 მლნ ლარს დახარჯავს საბავშვო ცენტრების მუშაობაზე - ადგილების, სადაც ბავშვებს უწევენ როგორც ფსიქოლოგიურ დახმარებას, ისე აძლევენ საკუთარი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობას. ამ თანხებიდან 6,5 მილიონი ლარი შშმ ბავშვთა ცენტრებს გადაეცემა, 1,2 მილიონი ლარი კი მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებს.მიუსაფარ ბავშვთა ცენტრები ითვალისწინებენ ბავშვების მიღებას დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, ასევე უზრუნველყოფენ ბავშვებს პირადი ჰიგიენის ნივთებით, საკვებით, ეხმარებიან მათ მშობლების პოვნაში.დანარჩენი სახსრები მოხმარდება პროგრამებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად და ბავშვთა სახლების დატოვების შემდეგ ობლების დასახმარებლად. სარეაბილიტაციო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარია გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23063/15/230631560_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_7db8178b910da80ff8cf3aee6b764967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვისთვის 67 მილიონს დახარჯავს
პროგრამა „მინდობით აღზრდა“ მეურვეებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის ბიოლოგიურ ოჯახებთან კონტაქტის უზრუნველყოფას, ბავშვების განვითარებას, მათ განათლებასა და აღზრდას.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბავშვებზე ზრუნვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის 66,9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლის უმეტესი ნაწილი მოხმარდება მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაცვას, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ამასთან, მთლიანი თანხიდან მხოლოდ 15,5 მილიონი ლარი მოხმარდება მეურვეობის პროგრამის განვითარებას. საქართველოში ამ პროგრამამ, რომელსაც „მინდობით აღზრდა" ეწოდება, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა ბავშვთა სახლები.
პროგრამაში ხვდებიან სახელმწიფო რეგისტრაციის მქონე მიმღებ ოჯახებში მცხოვრები 21 წლამდე პირები, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებთან ყოფნა სხვადასხვა გარემოებების გამო შეუძლებელია. ეს ბავშვები არ არიან ობლები და არ შეიძლება მათი გაშვილება.
პროგრამა „მინდობით აღზრდა“ მეურვეებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის ბიოლოგიურ ოჯახებთან კონტაქტის უზრუნველყოფას, ბავშვების განვითარებას, მათ განათლებასა და აღზრდას.
თუ ბავშვის მინდობით აღზრდით ნათესავები დაკავდებიან, ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებენ 230 ლარს, თუ საუბარია შშმ ბავშვზე - 400 ლარს. პროგრამაში ბავშვის რეგულარულად ყოფნის შემთხვევაში გადასახადი შეადგენს 25 ლარს დღეში, ბავშვის მინდობით აღზრდის დროებით ან გადაუდებელი გადაცემის შემთხვევაში კი 35 ლარს დღეში.
ხოლო ოჯახები, რომლებიც შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის პროგრამით ბავშვზე აიღებენ მეურვეობას დღეში 20 ლარს იღებენ.
სახელმწიფო კიდევ 7,7 მლნ ლარს დახარჯავს საბავშვო ცენტრების მუშაობაზე - ადგილების, სადაც ბავშვებს უწევენ როგორც ფსიქოლოგიურ დახმარებას, ისე აძლევენ საკუთარი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობას. ამ თანხებიდან 6,5 მილიონი ლარი შშმ ბავშვთა ცენტრებს გადაეცემა, 1,2 მილიონი ლარი კი მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებს.
მიუსაფარ ბავშვთა ცენტრები ითვალისწინებენ ბავშვების მიღებას დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, ასევე უზრუნველყოფენ ბავშვებს პირადი ჰიგიენის ნივთებით, საკვებით, ეხმარებიან მათ მშობლების პოვნაში.
დანარჩენი სახსრები მოხმარდება პროგრამებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად და ბავშვთა სახლების დატოვების შემდეგ ობლების დასახმარებლად. სარეაბილიტაციო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარია გამოყოფილი.