https://sputnik-georgia.com/20250114/steadfast-dart-25-291753831.html
მოსაზრება: ნატოს სწავლება Steadfast Dart-25 - დამოკლეს მახვილი მოლდოვის თავზე
მოსაზრება: ნატოს სწავლება Steadfast Dart-25 - დამოკლეს მახვილი მოლდოვის თავზე
Sputnik საქართველო
ნატოს ცხრა ქვეყანა 13 იანვრიდან 26 თებერვლამდე ატარებს სწავლებას Steadfast Dart-25, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე – რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში – ძალების... 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T16:48+0400
2025-01-14T16:48+0400
2025-01-15T07:48+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მოლდოვა
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/15/266149342_0:120:3215:1928_1920x0_80_0_0_d52f031d5be77b002d1841b98b9148b8.jpg
ნატოს ცხრა ქვეყანა 13 იანვრიდან 26 თებერვლამდე ატარებს სწავლებას Steadfast Dart-25, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე – რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში – ძალების სწრაფი განლაგების უნარის შესამოწმებლად მიმდინარეობს, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. მართლაც, „გონების ძილი ბადებს მონსტრებს“.იტალიაში განლაგებულ მოკავშირეთა რეაგირების ძალების (ARF) სარდლობაში განაცხადეს, რომ სწავლება Steadfast Dart-25 აჩვენებს ნატოს შესაძლებლობას, სწრაფად განალაგოს თავისი ძალები ევროპაში, აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გასაძლიერებლად, დაახლოებით თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან კონფლიქტის სცენარის შესაბამისად. „2025 წლის ყველაზე დიდი“ მანევრები რუმინეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს და მათში ჩართულია დაახლოებით, 10 ათასი სამხედრო, რომლებიც ალიანსის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალურ ძალებს წარმოადგენენ.ყირიმთან უშუალო სიახლოვეს ამოცანების შესასრულებლად ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალების 17 ერთეული – სადესანტო ხომალდები, ფრეგატები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, „ესმინეცები“ და წყალქვეშა ნავები, 20-ზე მეტი თვითმფრინავი და 1500-მდე სამხედრო ტექნიკის ერთეული – ტანკები, სარაკეტო სისტემები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანმანქანები.სწავლება Steadfast Dart-25-ის ხელმძღვანელობა ეკუთვნის ბრიტანეთის სარდლობას, რომელიც გამოირჩევა ანტირუსული ფანატიზმითა და უგუნური გადაწყვეტილებებით.Steadfast Dart-25 -ის ლეგენდა და „კოორდინატთა სისტემა“ სრულად შეესაბამება ნატოს სტრატეგიულ კონცეფციას, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედაა მოხსენიებული. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ სერიოზულად შეშფოთებულია ქვეყანაში აშშ-სა და ნატოს სამხედრო ბაზების ყოფნით, მათი მასშტაბითა და დანიშნულებით, რადგან რუმინეთი რუსეთის წინააღმდეგ ომის პლაცდარმად იქცევა.ამავე დროს, რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი, გეორგიცე ვლადი შეშფოთებულია მხოლოდ იმით, რომ რუმინეთი არ არის მზად ომისთვის რუსეთთან და თვლის, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადება გააკეთა აშშ-ის განზრახვაზე, გაანადგუროს გაზსადენი „თურქული ნაკადი“ – ვაშინგტონი „თანხმობას იძლევა ტერორისტული მოქმედებების განხორციელებაზე“. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ნატოს ბალტიისპირეთის სწავლებების „ჩრდილოეთ სანაპიროს“ (2022 წლის სექტემბერი) თავისებური შედეგი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქება იყო.მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ნატოს „შუბების“ აქტივობას რუსეთის საზღვრებთან. შესაძლებებლი (პირდაპირი) სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის, სავარაუდოდ, ისეთი ხანგრძლივი და „ჰუმანური“ არ იქნება, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.„დამოკლეს შუბი“ (Steadfast Dart-25) თანაბრად ემუქრება როგორც ალიანსის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, ასევე დე-იურე ნეიტრალურ მოლდოვას, რომელიც სულ უფრო მეტად ერთვება ნატოს საქმეებში. რეგიონის სისტემური დესტაბილიზაცია დასავლეთის მიერ დამუშავებული სამეტაპიანი სქემით ხორციელდება, რაც მკაფიოდ ჩანს შავი ზღვისპირა ქვეყნების – რუმინეთის, მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს – მაგალითებზე.რუსეთის (ირანის, ჩინეთის ან სხვა) საფრთხის მოტივით, „სატესტო“ ქვეყნებში თავსდება ნატოს „თავდაცვითი“ სწავლებების სისტემა, რომელშიც მონაწილეობენ უცხოელი ჯარისკაცები და „მშობლიური“ სამხედროები, აგრეთვე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები. შემდეგ კოლონიზირებულ ტერიტორიაზე ჩნდება ნატოს იარაღი, შენდება პენტაგონის მუდმივი სამხედრო ბაზები (ბიოლაბორატორიები), სადაც განლაგებულია და კონცენტრირდება ამერიკული ჯარები (დარტყმის სისტემები).ბოლო ეტაპზე, რეგიონში სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, საკმარისია ნატოს სამხედრო ყოფნის „კრიტიკული მასა“, ნებისმიერი პროვოკაცია ან უსაფუძვლო ბრალდების „ნაპერწკალი“ – „სეპარატიზმი“ ან საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება.საქართველო და უკრაინა სხვადასხვა დროს, „როგორც ნოტებზე“, გადიან დესტაბილიზაციის სამივე ეტაპსმეზობელი რუმინეთი და მოლდოვა ჯერ კიდევ ომისკენ მიემართებიან, თუმცა, პროგნოზი იმედისმომცემი არ არის. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რუმინელმა მოქალაქემ მირჩა ჯოანამ, ადრე განაცხადა: „ნეიტრალიტეტის სტატუსი არ ნიშნავს, რომ მოლდოვას არ შეუძლია ნატოსთან თანამშრომლობა. პირიქით, ნატო აძლიერებს მოლდოვისადმი პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მხარს უჭერს მის პოლიტიკურ მისწრაფებებს დასავლეთთან მიერთებისკენ და სახელმწიფო მდგრადობის განმტკიცებას“.როგორც წესი, ალიანსის მხარდაჭერა „დანაიელთა ძღვენის მომტანთა“ ისტორიას ჰგავს.აშშ და ნატო რუმინეთსა და მოლდოვას „საერთაშორისო შრომის განაწილებაში“ ანტირუსული პლაცდარმისა და რუსეთის წინააღმდეგ ომში გასაწირავი მასალის როლს ანიჭებენ. კიშინიოვი 2018 წლიდან ყიდულობს ნატოს იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის წინააღმდეგი იყო ალიანსში გაწევრიანების.იარაღის მიწოდება, მოლდოვის, რუმინეთისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების სწავლებები რუმინეთის ტერიტორიაზე, პრედიალის რაიონში, და მოლდოვის პოლიგონზე, ბულბოაკაში, რომელიც მდებარეობს დნესტრისპირეთთან უშუალო სიახლოვეს და ყირიმიდან 380 კილომეტრში – არა მხოლოდ რეგიონში მასშტაბური კონფლიქტის საშიშროებას წარმოადგენს, არამედ სისტემურად ამზადებს და ქმნის სამომავლო საბრძოლო მოქმედებების თეატრს.მოლდოვას და რუმინეთის სამხედრო შეთანხმების (2013 წლის) თანახმად, რუმინეთის ჯარებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით განლაგდნენ მოლდოვის ტერიტორიაზე. ხელშეკრულებამ საფუძველი შექმნა სამხედრო ინფორმაციის გაცვლისათვის, ერთობლივი სწავლებების ორგანიზებისათვის, ერთობლივი სარდლობის ჩამოყალიბებისათვის, საჰაერო სივრცის კონტროლისა და ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისათვის.ინსცენირებული „არეულობის“ შემთხვევაში – გავიხსენოთ დივერსიების სერია დნესტრისპირეთში 2022 წლის გაზაფხულზე – კონსტიტუციურად ნეიტრალური მოლდოვა, შესაძლოა, აღმოჩნდეს ნატოს „მმართველობის“ ქვეშ (გავიხსენოთ იუგოსლავიის ისტორია).ბუქარესტი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ცდილობს, „შთანთქოს“ მოლდოვა, გააქროს რესპუბლიკა მოლდოვას საზღვრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად დადგინდა, და ამ ექსპანსიას ხელს უშლიან მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები დნესტრისპირეთში.მეორეს მხრივ, რუმინეთის უდიდესი ავიაბაზები – კიმპია-ტურზია, მიხაი კოგელნიჩანუ და აშშ-ის სარაკეტო ბაზა დევესელუ – რუსეთისთვის საპასუხო (პრევენციული) დარტყმის პრიორიტეტული სამიზნეები ხდებიან იმ სიტუაციაში, რომელიც რუსეთის ბირთვული დოქტრინით არის განსაზღვრული.2024 წლის 30 ივლისს რუმინეთში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენების B-52H Stratofortress განლაგების უპრეცედენტო ფაქტი, რუსეთისთვის სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს.ისტორია გვასწავლის, რომ იქ, სადაც პენტაგონი და ნატო იწყებენ „მშვიდობისა და წესრიგის დაცვას“, ყოველთვის იწყება ომები და სხვა უბედურებები (ვიეტნამი, ერაყი, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, სირია).რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ და სხვა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსები ბუქარესტში თანდათან აცნობიერებენ აშშ-ისა და ალიანსის „ზრუნვის“ სულ უფრო აპოკალიპსურ რეალობას. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით მოლდოვის ხელისუფლებაზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/15/266149342_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_3082429d346ae36b0097960a0730dbaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოლდოვა, ანალიტიკა, მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოლდოვა, ანალიტიკა, მოსაზრება
ნატოს ცხრა ქვეყანა 13 იანვრიდან 26 თებერვლამდე ატარებს სწავლებას Steadfast Dart-25, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე – რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში – ძალების სწრაფი განლაგების უნარის შესამოწმებლად მიმდინარეობს, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. მართლაც, „გონების ძილი ბადებს მონსტრებს“.
იტალიაში განლაგებულ მოკავშირეთა რეაგირების ძალების (ARF) სარდლობაში განაცხადეს, რომ სწავლება Steadfast Dart-25 აჩვენებს ნატოს შესაძლებლობას, სწრაფად განალაგოს თავისი ძალები ევროპაში, აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გასაძლიერებლად, დაახლოებით თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან კონფლიქტის სცენარის შესაბამისად. „2025 წლის ყველაზე დიდი“ მანევრები რუმინეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს და მათში ჩართულია დაახლოებით, 10 ათასი სამხედრო, რომლებიც ალიანსის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალურ ძალებს წარმოადგენენ.
ყირიმთან უშუალო სიახლოვეს ამოცანების შესასრულებლად ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალების 17 ერთეული – სადესანტო ხომალდები, ფრეგატები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, „ესმინეცები“ და წყალქვეშა ნავები, 20-ზე მეტი თვითმფრინავი და 1500-მდე სამხედრო ტექნიკის ერთეული – ტანკები, სარაკეტო სისტემები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანმანქანები.
სწავლება Steadfast Dart-25-ის ხელმძღვანელობა ეკუთვნის ბრიტანეთის სარდლობას, რომელიც გამოირჩევა ანტირუსული ფანატიზმითა და უგუნური გადაწყვეტილებებით.
Steadfast Dart-25 -ის ლეგენდა და „კოორდინატთა სისტემა“ სრულად შეესაბამება ნატოს სტრატეგიულ კონცეფციას, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედაა მოხსენიებული. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ სერიოზულად შეშფოთებულია ქვეყანაში აშშ-სა და ნატოს სამხედრო ბაზების ყოფნით, მათი მასშტაბითა და დანიშნულებით, რადგან რუმინეთი რუსეთის წინააღმდეგ ომის პლაცდარმად იქცევა.
ამავე დროს, რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი, გეორგიცე ვლადი შეშფოთებულია მხოლოდ იმით, რომ რუმინეთი არ არის მზად ომისთვის რუსეთთან და თვლის, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადება გააკეთა აშშ-ის განზრახვაზე, გაანადგუროს გაზსადენი „თურქული ნაკადი“ – ვაშინგტონი „თანხმობას იძლევა ტერორისტული მოქმედებების განხორციელებაზე“. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ნატოს ბალტიისპირეთის სწავლებების „ჩრდილოეთ სანაპიროს“ (2022 წლის სექტემბერი) თავისებური შედეგი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქება იყო.
მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ნატოს „შუბების“ აქტივობას რუსეთის საზღვრებთან. შესაძლებებლი (პირდაპირი) სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის, სავარაუდოდ, ისეთი ხანგრძლივი და „ჰუმანური“ არ იქნება, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.
„დამოკლეს შუბი“ (Steadfast Dart-25) თანაბრად ემუქრება როგორც ალიანსის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, ასევე დე-იურე ნეიტრალურ მოლდოვას, რომელიც სულ უფრო მეტად ერთვება ნატოს საქმეებში. რეგიონის სისტემური დესტაბილიზაცია დასავლეთის მიერ დამუშავებული სამეტაპიანი სქემით ხორციელდება, რაც მკაფიოდ ჩანს შავი ზღვისპირა ქვეყნების – რუმინეთის, მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს – მაგალითებზე.
რუსეთის (ირანის, ჩინეთის ან სხვა) საფრთხის მოტივით, „სატესტო“ ქვეყნებში თავსდება ნატოს „თავდაცვითი“ სწავლებების სისტემა, რომელშიც მონაწილეობენ უცხოელი ჯარისკაცები და „მშობლიური“ სამხედროები, აგრეთვე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები. შემდეგ კოლონიზირებულ ტერიტორიაზე ჩნდება ნატოს იარაღი, შენდება პენტაგონის მუდმივი სამხედრო ბაზები (ბიოლაბორატორიები), სადაც განლაგებულია და კონცენტრირდება ამერიკული ჯარები (დარტყმის სისტემები).
ბოლო ეტაპზე, რეგიონში სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, საკმარისია ნატოს სამხედრო ყოფნის „კრიტიკული მასა“, ნებისმიერი პროვოკაცია ან უსაფუძვლო ბრალდების „ნაპერწკალი“ – „სეპარატიზმი“ ან საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება.
საქართველო და უკრაინა სხვადასხვა დროს, „როგორც ნოტებზე“, გადიან დესტაბილიზაციის სამივე ეტაპს
მეზობელი რუმინეთი და მოლდოვა ჯერ კიდევ ომისკენ მიემართებიან, თუმცა, პროგნოზი იმედისმომცემი არ არის. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რუმინელმა მოქალაქემ მირჩა ჯოანამ, ადრე განაცხადა: „ნეიტრალიტეტის სტატუსი არ ნიშნავს, რომ მოლდოვას არ შეუძლია ნატოსთან თანამშრომლობა. პირიქით, ნატო აძლიერებს მოლდოვისადმი პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მხარს უჭერს მის პოლიტიკურ მისწრაფებებს დასავლეთთან მიერთებისკენ და სახელმწიფო მდგრადობის განმტკიცებას“.
როგორც წესი, ალიანსის მხარდაჭერა „დანაიელთა ძღვენის მომტანთა“ ისტორიას ჰგავს.
აშშ და ნატო რუმინეთსა და მოლდოვას „საერთაშორისო შრომის განაწილებაში“ ანტირუსული პლაცდარმისა და რუსეთის წინააღმდეგ ომში გასაწირავი მასალის როლს ანიჭებენ. კიშინიოვი 2018 წლიდან ყიდულობს ნატოს იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის წინააღმდეგი იყო ალიანსში გაწევრიანების.
იარაღის მიწოდება, მოლდოვის, რუმინეთისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების სწავლებები რუმინეთის ტერიტორიაზე, პრედიალის რაიონში, და მოლდოვის პოლიგონზე, ბულბოაკაში, რომელიც მდებარეობს დნესტრისპირეთთან უშუალო სიახლოვეს და ყირიმიდან 380 კილომეტრში – არა მხოლოდ რეგიონში მასშტაბური კონფლიქტის საშიშროებას წარმოადგენს, არამედ სისტემურად ამზადებს და ქმნის სამომავლო საბრძოლო მოქმედებების თეატრს.
მოლდოვას და რუმინეთის სამხედრო შეთანხმების (2013 წლის) თანახმად, რუმინეთის ჯარებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით განლაგდნენ მოლდოვის ტერიტორიაზე. ხელშეკრულებამ საფუძველი შექმნა სამხედრო ინფორმაციის გაცვლისათვის, ერთობლივი სწავლებების ორგანიზებისათვის, ერთობლივი სარდლობის ჩამოყალიბებისათვის, საჰაერო სივრცის კონტროლისა და ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისათვის.
ინსცენირებული „არეულობის“ შემთხვევაში – გავიხსენოთ დივერსიების სერია დნესტრისპირეთში 2022 წლის გაზაფხულზე – კონსტიტუციურად ნეიტრალური მოლდოვა, შესაძლოა, აღმოჩნდეს ნატოს „მმართველობის“ ქვეშ (გავიხსენოთ იუგოსლავიის ისტორია).
ბუქარესტი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ცდილობს, „შთანთქოს“ მოლდოვა, გააქროს რესპუბლიკა მოლდოვას საზღვრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად დადგინდა, და ამ ექსპანსიას ხელს უშლიან მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები დნესტრისპირეთში.
მეორეს მხრივ, რუმინეთის უდიდესი ავიაბაზები – კიმპია-ტურზია, მიხაი კოგელნიჩანუ და აშშ-ის სარაკეტო ბაზა დევესელუ – რუსეთისთვის საპასუხო (პრევენციული) დარტყმის პრიორიტეტული სამიზნეები ხდებიან იმ სიტუაციაში, რომელიც რუსეთის ბირთვული დოქტრინით არის განსაზღვრული.
2024 წლის 30 ივლისს რუმინეთში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენების B-52H Stratofortress განლაგების უპრეცედენტო ფაქტი, რუსეთისთვის სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს.
ისტორია გვასწავლის, რომ იქ, სადაც პენტაგონი და ნატო იწყებენ „მშვიდობისა და წესრიგის დაცვას“, ყოველთვის იწყება ომები და სხვა უბედურებები (ვიეტნამი, ერაყი, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, სირია).
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ და სხვა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსები ბუქარესტში თანდათან აცნობიერებენ აშშ-ისა და ალიანსის „ზრუნვის“ სულ უფრო აპოკალიპსურ რეალობას. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით მოლდოვის ხელისუფლებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე