https://sputnik-georgia.com/20250114/saqartveloshi-saxelmwipo-droshis-dges-agnishnaven-291739476.html
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T11:49+0400
2025-01-14T11:49+0400
2025-01-14T11:49+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791717_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_be83f8d06619f1ab03c7b08dbcc9517b.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791717_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_cbf2904d8bb885d1d33257d9d32e4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.
„ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, – დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.