https://sputnik-georgia.com/20250114/kvaracxeliastan-dakavshirebit-psj-da-napoli-shetanxmdnen-291739125.html
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმდნენ
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T13:00+0400
2025-01-14T13:00+0400
2025-01-14T13:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_315bd17117608fff4f1a83e04b5d61a9.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ქართველი ფეხბურთელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.კვარაცხელიას ახალ კლუბში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყვნენ ისეთი გრანდები, როგორიცაა „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი", „პარი სენ-ჟერმენი" და „ბარსელონა".კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა გათვლილი. სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_132:89:1151:853_1920x0_80_0_0_2f325e6b5205cfe332617fc6789da5be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმდნენ
ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ქართველი ფეხბურთელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კვარაცხელიას ახალ კლუბში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყვნენ ისეთი გრანდები, როგორიცაა „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი", „პარი სენ-ჟერმენი" და „ბარსელონა".
„პსჟ-მ „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი ახალ გუნდს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ამასთან ერთად გათვალისწინებულია ბონუსებიც. კვარაცხელია ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახლა მხოლოდ კლუბების მფლობელების მხრიდან ყველაფრის საბოლოოდ დადასტურებას ველოდებით“, – განაცხადა რომანომ.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა გათვლილი.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.