ლავროვი: ტრამპის მეთოდებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2025
გამოწერა
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. დონალდ ტრამპს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, თუ რა მეთოდებით შეეცდება, რომ ამერიკა კიდევ უფრო დიდებულად აქციოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2024 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
„თუ ბატონი ტრამპი, როდესაც პრეზიდენტი გახდება, ამერიკას კიდევ უფრო დიდებულად აქცევს, ძალიან ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, რა მეთოდებით იქნება მიღწეული პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაცხადებული ეს მიზანი“, - თქვა ლავროვმა.
როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან მსოფლიო პრობლემებისადმი მისი მიდგომების ფორმულირებას ელოდება. მისი თქმით, ამას ელოდება ამერიკის მოსახლეობაც, სადაც „ბაიდენი ძალიან ბევრ პრობლემას ტოვებს“, და ასევე ისინიც, ვინც საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში აშშ-ის კონსტრუქციული როლითაა დაინტერესებული.
ყველა ახალი ამბავი
0