https://sputnik-georgia.com/20250114/gwp-mosaxleobas-aprtxilebs-291751362.html
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T21:26+0400
2025-01-14T21:26+0400
2025-01-14T21:26+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_ce0fc8592d52ab13830ae1e417c1e326.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 15 იანვარს, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვრის 18:00 საათიდან 16 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_a8c1b84e5626fdebadb35bbf14a1918f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, gwp
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, gwp
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 15 იანვარს, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვრის 18:00 საათიდან 16 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.