1 დაღუპული და 4 დაშავებული - აფეთქება დევნილთა დასახლებაში

© Emergency Management Serviceხანძანრი
ხანძანრი  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2025
გამოწერა
ამ დროისთვის კლინიკაში რამდენიმე პირია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანი „რუსთავი 2".
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია შენობის ფასადი და კედლები.
დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლეავნ მგალობლიშვილმა მოინახულეს.
სარჯველაძის თქმით, კლინიკაში რამდენიმე პირია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის.

„აფეთექების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ტრაგედია. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთის მდგომარეობა“განსაკუთრებით საყურადღებოა", – განაცხადა სარჯველაძემ.
მომხდარის შედეგად კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0