https://sputnik-georgia.com/20250114/apeqteba-ortachalashi-25-wlis-mamakacis-mdgomareoba-mzimea-291743841.html
ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik საქართველო
კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T15:39+0400
2025-01-14T15:39+0400
2025-01-14T15:39+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_859adfee5b115540f025ca54615d02b0.jpg
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ირაკლი კორძახიამ ჟურნალისტებთან.ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა 13 იანვრის ღამით მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.მისი თქმით, კლინიკაში ასევე შეყვანილი იქნა 2 პაციენტი, მათგან ერთ-ერთი 12 წლის მოზარდი. მოზარდი ბინაზე დღეს გაეწერება, ერთმა პაციენტმა კი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, კლინიკა ღამის საათებში დატოვა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა.მომხდარის შედეგად კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbb7f9051d879cad084165811c6dd7e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ირაკლი კორძახიამ ჟურნალისტებთან.
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა 13 იანვრის ღამით მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე", - განაცხადა კორძახიამ.
მისი თქმით, კლინიკაში ასევე შეყვანილი იქნა 2 პაციენტი, მათგან ერთ-ერთი 12 წლის მოზარდი. მოზარდი ბინაზე დღეს გაეწერება, ერთმა პაციენტმა კი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, კლინიკა ღამის საათებში დატოვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.