https://sputnik-georgia.com/20250114/abu-dabishi-saqartvelos-saelho-gancxadebas-avrcelebs-291751532.html
გამოკითხვაზე იმყოფებიან: საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
გამოკითხვაზე იმყოფებიან: საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
Sputnik საქართველო
აბუ-დაბიში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T22:06+0400
2025-01-14T22:06+0400
2025-01-14T22:06+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_0f1e62446094eeac214c165c1e7f7079.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით.აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე დაგელა სამხარაული ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა ლაშა გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ზარქუამ საჭმელი სახეში შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ზარქუასა და სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებსა და გაბიტაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აბუ-დაბიში ერთი პირი დააკავეს - დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, რომელიც სასტუმროში კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დეპუტატებს მხარი დაუჭირა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_37:0:2766:2047_1920x0_80_0_0_8485ecb5fd4fb9fcc3a79e874f8a59fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საზოგადოება, ახალი ამბები
გამოკითხვაზე იმყოფებიან: საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
აბუ-დაბიში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, - აღნიშნავენ საელჩოში.
აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე დაგელა სამხარაული ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა ლაშა გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ზარქუამ საჭმელი სახეში შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ზარქუასა და სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებსა და გაბიტაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აბუ-დაბიში ერთი პირი დააკავეს - დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, რომელიც სასტუმროში კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დეპუტატებს მხარი დაუჭირა.