https://sputnik-georgia.com/20250114/---------291741975.html
მერია: ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ
მერია: ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის კლინიკაში რამდენიმე პირია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის. 14.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-14T14:17+0400
2025-01-14T14:17+0400
2025-01-14T14:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა - საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია შენობის ფასადი და კედლები.„საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავებაც.გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკებში არიან მოთავსებული - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მერია: ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ
ამ დროისთვის კლინიკაში რამდენიმე პირია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა - საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია შენობის ფასადი და კედლები.
„საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავებაც.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკებში არიან მოთავსებული - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის.