https://sputnik-georgia.com/20250113/the-financial-times-mkitxvels-saqartveloshi-mogzaurobas-urchevs-291732429.html
The Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
The Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიები easyJet-ი და British Airways-ი ფრენებს დაიწყებენ. 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T15:39+0400
2025-01-13T15:39+0400
2025-01-13T15:39+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
დიდი ბრიტანეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_0:25:2838:1621_1920x0_80_0_0_41e6fff5dd2744cb481748b8e315c7fa.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი მკითხველს თბილისისა და საქართველოს მთიანი რეგიონების - სვანეთისა და ყაზბეგის მონახულებას ურჩევს.სტატიის ავტორი მკითხველს შვებულების გატარების 50 ვარიანტს სთავაზობს – არკანზასიდან ზამბიამდე - „ხელოვნებიდან თავგადასავლებამდე“.როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანიები easyJet-ი და British Airways-ი დაიწყებენ.„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით", - წერს ავტორი. ავიაკომპანიამ თბილისისკენ ბოლო რეისი 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.EasyJet Airline Company Limited, უფრო ცნობილი როგორც easyJet.com — ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ბაზირებულია „ლუტონის“ აეროპორტში, რომელიც ამავე დასახელების ქალაქის გარეუბანში, ლონდონის ცენტრიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში მდებარეობს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_324:0:2516:1644_1920x0_80_0_0_a8c790edb76ca5be75b0038ba064da0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, დიდი ბრიტანეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, დიდი ბრიტანეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
The Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიები easyJet-ი და British Airways-ი ფრენებს დაიწყებენ.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი მკითხველს თბილისისა და საქართველოს მთიანი რეგიონების - სვანეთისა და ყაზბეგის მონახულებას ურჩევს.
სტატიის ავტორი მკითხველს შვებულების გატარების 50 ვარიანტს სთავაზობს – არკანზასიდან ზამბიამდე - „ხელოვნებიდან თავგადასავლებამდე“.
„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს", - წერს Financial Times-ი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანიები easyJet-ი და British Airways-ი დაიწყებენ.
„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით", - წერს ავტორი.
ავიაკომპანიამ თბილისისკენ ბოლო რეისი 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.
EasyJet Airline Company Limited, უფრო ცნობილი როგორც easyJet.com — ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ბაზირებულია „ლუტონის“ აეროპორტში, რომელიც ამავე დასახელების ქალაქის გარეუბანში, ლონდონის ცენტრიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში მდებარეობს.