საპროტესტო აქცია თბილისში - დაკავებულია 9 ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2025
გამოწერა
12 იანვარს რესტორან „ბაბილისთან", სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
12 იანვარს რესტორან „ბაბილისთან", სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ მოსამართლეები კორუმპირებულობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.
დემონსტრანტები, რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებოდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. ერთ-ერთ მოსამართლეს აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულეი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.
მოგვიანებით მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებიც დაიშალნენ.
ყველა ახალი ამბავი
0