https://sputnik-georgia.com/20250113/saqartvelodan-oqros-eqsportma-maqsimums-miagwia-291723128.html
საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
Sputnik საქართველო
ოქროს ექსპორტი ძირითადად განხორციელდა შვეიცარიაში - 2,25 ტონა. 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T10:52+0400
2025-01-13T10:52+0400
2025-01-13T10:57+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251990495_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_0ae51337e842c53b7e00998d8a960677.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 15%-ით გაიზარდა, იუწყება BPN სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით.საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთში 96,158 მლნ დოლარის 2,4 ტონა ოქრო გაიტანა, მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს.კერძოდ, „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 80,4 მლნ დოლარის (2,48 ტონა) ოქრო გავიდა, მაშინ როცა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში ოქროს ექსპორტიდან ქვეყანამ 83,5 მლნ შემოსავალი მიიღო ( 3,5 ტონა).აღსანიშნავია, რომ როგორც წინა წლებში, 2024 წლის იანვარ-ნოემბერშიც დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ექსპორტი ძირითადად შვეიცარიაში (2,25 ტონა) განხორციელდა. გარდა ამისა, არცთუ დიდი ოდენობით პროდუქცია გავიდა თურქეთში (0,13 ტონა) და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (0.02 ტონა).მსოფლიოში ოქროს გაძვირების კვალდაკვალ 23,7%-ით გაიზარდა ქართული ოქროს საექსპორტო ღირებულებაც. თუ 2023 წელს ერთი ტონა ქართული ოქრო საშუალოდ, 32,4 დოლარი ღირდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო საექსპორტო ფასი 40,1 დოლარამდე გაიზარდა.უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ქართული ოქრო 3,7%-იანი წილით 10 ყველაზე დიდ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მოხვდა და მერვე ადგილზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251990495_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_910cf83831d15bdd20e81ac86cd497aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
10:52 13.01.2025 (განახლებულია: 10:57 13.01.2025) ოქროს ექსპორტი ძირითადად განხორციელდა შვეიცარიაში - 2,25 ტონა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 15%-ით გაიზარდა, იუწყება BPN სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით.
საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთში 96,158 მლნ დოლარის 2,4 ტონა ოქრო გაიტანა, მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს.
კერძოდ,
„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 80,4 მლნ დოლარის (2,48 ტონა) ოქრო გავიდა, მაშინ როცა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში ოქროს ექსპორტიდან ქვეყანამ 83,5 მლნ შემოსავალი მიიღო ( 3,5 ტონა).
აღსანიშნავია, რომ როგორც წინა წლებში, 2024 წლის იანვარ-ნოემბერშიც დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ექსპორტი ძირითადად შვეიცარიაში (2,25 ტონა) განხორციელდა. გარდა ამისა, არცთუ დიდი ოდენობით პროდუქცია გავიდა თურქეთში (0,13 ტონა) და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (0.02 ტონა).
მსოფლიოში ოქროს გაძვირების კვალდაკვალ 23,7%-ით გაიზარდა ქართული ოქროს საექსპორტო ღირებულებაც. თუ 2023 წელს ერთი ტონა ქართული ოქრო საშუალოდ, 32,4 დოლარი ღირდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო საექსპორტო ფასი 40,1 დოლარამდე გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ქართული ოქრო 3,7%-იანი წილით 10 ყველაზე დიდ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მოხვდა და მერვე ადგილზეა.