https://sputnik-georgia.com/20250113/rogor-sheicvala-evrostandartebit-datvlili-inplaciis-done-saqartveloshi-291729744.html
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,5 საპროცენტო პუნქტით... 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T13:00+0400
2025-01-13T13:00+0400
2025-01-13T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442546_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_153fede8fbb92537d7a4b55a7319f82a.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2024 წლის დეკემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 2,4% შეადგინა, მაშინ როდესაც ეროვნული მეთოდოლოგიით ინფლაციამ 1,9% შეადგინა.საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,5 საპროცენტო პუნქტით მაღალი აღმოჩნდა.რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირშიHICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის" ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442546_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_219c11c6ea1ada0cc8696c76407eed3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,5 საპროცენტო პუნქტით მაღალი აღმოჩნდა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2024 წლის დეკემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 2,4% შეადგინა, მაშინ როდესაც ეროვნული მეთოდოლოგიით ინფლაციამ 1,9% შეადგინა.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,5 საპროცენტო პუნქტით მაღალი აღმოჩნდა.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის" ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.