https://sputnik-georgia.com/20250113/qartul-ocnebashi-mixael-rotis-viziti-sheapases-291734067.html
უტიფრობის მწვერვალი - მმართველი პარტიის რეაქცია გერმანელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტზე
უტიფრობის მწვერვალი - მმართველი პარტიის რეაქცია გერმანელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტზე
Sputnik საქართველო
მიხაელ როთი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, თბილისს 13 იანვარს ეწვია 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T17:51+0400
2025-01-13T17:51+0400
2025-01-13T17:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290855453_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_fa3b1df207a1d38b8180333a7e3a1ddd.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის ქმედებები არის ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევა და უტიფრობის მწვერვალი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.როთიმ, რომელიც გამოირჩევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, ორშაბათს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაბრუნდა „ევროპის ნამდვილ დედაქალაქში – თბილისში“. მანამდე, საქართველოში ვიზიტის დაანონსებისას პოლიტიკოსმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრას რუსთაველის გამზირზე, სადაც რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები.დეპუტატის თქმით, თავისი უღირსი საქციელით როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ყოველივე ქართულს. „იგი მოუწოდებს ხალხს, რომ ისეთი ძალა გამოიყენონ, რომ როგორმე სისხლი დაიღვაროს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ვოლსკიმ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე დგომა მიხაელ როთის საქმიანობის ნაწილი გახდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.როთი ადრეც დაესწრო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს. იგი ერთ-ერთია იმ უცხოელ პოლიტიკოსებიდან, რომელსაც მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.როთი იყო ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც თბილისში გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.როგორც როთმა განაცხადა, ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება. მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.როთი ასევე იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. ისინი სცენაზე გავიდნენ და აქციის მონაწილეებისადმი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.მაშინ მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290855453_127:0:1264:853_1920x0_80_0_0_54e02ab4cefde532ffa98ef4ff89eaba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
უტიფრობის მწვერვალი - მმართველი პარტიის რეაქცია გერმანელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტზე
მიხაელ როთი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, თბილისს 13 იანვარს ეწვია
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის ქმედებები არის ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევა და უტიფრობის მწვერვალი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
როთიმ, რომელიც გამოირჩევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, ორშაბათს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაბრუნდა „ევროპის ნამდვილ დედაქალაქში – თბილისში“. მანამდე, საქართველოში ვიზიტის დაანონსებისას პოლიტიკოსმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრას რუსთაველის გამზირზე, სადაც რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები.
„ასეთი უხეში შემოჭრით ქართულ პოლიტიკაში, ყველანაირ ნორმას არღვევს. უტიფრობის მწვერვალია, რასაც ის აკეთებს და რაც მთავარია საზოგადოებას ჯახისკენ მოუწოდებს, რომ როგორმე იქნებ ეს საპროტესტო მუხტი რევოლუციურ ქმედებებში გადაიზარდოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, თავისი უღირსი საქციელით როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ყოველივე ქართულს.
„იგი მოუწოდებს ხალხს, რომ ისეთი ძალა გამოიყენონ, რომ როგორმე სისხლი დაიღვაროს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დგომა მიხაელ როთის საქმიანობის ნაწილი გახდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„როგორც ვიცით ის მომავალ პარლამენტში აღარ აპირებს კენჭისყრას, აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და როგორც ვიცი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი აქვს რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როთი ადრეც დაესწრო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს. იგი ერთ-ერთია იმ უცხოელ პოლიტიკოსებიდან, რომელსაც მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.
როთი იყო ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც თბილისში გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც როთმა განაცხადა, ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება.
მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.
როთი ასევე იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. ისინი სცენაზე გავიდნენ და აქციის მონაწილეებისადმი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.
მაშინ მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".