https://sputnik-georgia.com/20250113/kaladzem-abudabishi-momxdari-incidenti-dagmo-291737252.html
კალაძემ აბუ-დაბიში დეპუტატებთან მიმართებით მომხდარი ინციდენტი დაგმო
კალაძემ აბუ-დაბიში დეპუტატებთან მიმართებით მომხდარი ინციდენტი დაგმო
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა. 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T22:00+0400
2025-01-13T22:00+0400
2025-01-13T22:00+0400
საქართველო
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_0f1e62446094eeac214c165c1e7f7079.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა მამაკაცმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.„ძალადობა ჩემთვის მიუღებელია და ამის შესახებ არაერთხელ გამიკეთებია განცხადება", - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებიან. „ქართულ ოცნებაში" მათ „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლებს უწოდებენ.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_37:0:2766:2047_1920x0_80_0_0_8485ecb5fd4fb9fcc3a79e874f8a59fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძემ აბუ-დაბიში დეპუტატებთან მიმართებით მომხდარი ინციდენტი დაგმო
კალაძის თქმით, ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა მამაკაცმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.
„ძალადობა ჩემთვის მიუღებელია და ამის შესახებ არაერთხელ გამიკეთებია განცხადება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„თუ ვინმე თანამდებობის პირს შეურაცხყოფას აყენებს, მან თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს? ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდებიან. „ქართულ ოცნებაში" მათ „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლებს უწოდებენ.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.