https://sputnik-georgia.com/20250113/irakli-beraia-iusticiis-ministris-moadgiled-dainishna-291735839.html
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
Sputnik საქართველო
ამ დრომდე მინისტრ ანრი ოხანაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა. 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T19:42+0400
2025-01-13T19:42+0400
2025-01-13T21:03+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_0:11:1501:855_1920x0_80_0_0_4694dd03f8286ac8c0769a03190cb3b7.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.ბერაია ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის წევრი" და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია.ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2004-2006 წლებში „ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.მას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება - არის მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაია 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. იგი „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.ამ დრომდე ანრი ოხანაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_23:0:1356:1000_1920x0_80_0_0_bf515e6f4ad1e2be957cf6f65d4acf1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
19:42 13.01.2025 (განახლებულია: 21:03 13.01.2025) ამ დრომდე მინისტრ ანრი ოხანაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ბერაია ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის წევრი" და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია.
ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2004-2006 წლებში „ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
მას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება - არის მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაია 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. იგი „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.
ამ დრომდე ანრი ოხანაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა.