თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of GWPGWP-ის ტექნიკური ჯგუფი
GWP-ის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 14 იანვარს ჯვრის მონასტრის მიმდებარედ კომპანიის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, დაზიანების აღდგენითი, გადაუდებელი სამუშოები ჩატარდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 14 იანვრის 10:00 საათიდან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებს.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 14 იანვარს 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
კომპანიაGWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0