https://sputnik-georgia.com/20250113/dges-zvelit-axali-weli-dadgeba-291724706.html
დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს
დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს
Sputnik საქართველო
საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, ამაღამ ძველით ახალ წელს იზეიმებენ. 13.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-13T12:13+0400
2025-01-13T12:13+0400
2025-01-13T12:13+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/15/285124498_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_ee11e74bf3702d2a9ac80c46872b0988.jpg
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ორ კალენდარულ სისტემას — ძველსა (იულიუსის) და ახალ (გრიგორიანულ) კალენდრებს შორის 13-დღიანი განსხვავების გამო დამკვიდრდა. ახალ კალენდარზე თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გადავიდა.მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალ წელს არცერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, ეს ტრადიცია, საქართველოს გარდა, შემონახულია, მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იქ 14 იანვრის წინა საღამოს „უხვს“ უწოდებენ, ვინაიდან მარხვის დასრულების შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლაა მიღებული.დღესასწაული აღინიშნება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებშიც – სერბეთში, მონტენეგროსა და მაკედონიაში. და თუ სერბები მას უბრალოდ „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ, მონტენეგროელები 14 იანვარს „ნამდვილ ახალ წლად“ მიიჩნევენ.ამ დღეს ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც, სადაც მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს, რომლებშიც სხვადასხვა სიურპრიზებს მალავენ – მონეტას, ბეჭედს ან სხვა მსგავს ნივთს.შვეიცარიის ზოგ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას.ძველით ახალი წლის ტრადიცია ასევე შემონახულია სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და უელსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/15/285124498_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_b5317e3491a80f5d45dfb0fdc641faa8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს
საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, ამაღამ ძველით ახალ წელს იზეიმებენ.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ორ კალენდარულ სისტემას — ძველსა (იულიუსის) და ახალ (გრიგორიანულ) კალენდრებს შორის 13-დღიანი განსხვავების გამო დამკვიდრდა. ახალ კალენდარზე თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალ წელს არცერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, ეს ტრადიცია, საქართველოს გარდა, შემონახულია, მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იქ 14 იანვრის წინა საღამოს „უხვს“ უწოდებენ, ვინაიდან მარხვის დასრულების შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლაა მიღებული.
დღესასწაული აღინიშნება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებშიც – სერბეთში, მონტენეგროსა და მაკედონიაში. და თუ სერბები მას უბრალოდ „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ, მონტენეგროელები 14 იანვარს „ნამდვილ ახალ წლად“ მიიჩნევენ.
ამ დღეს ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც, სადაც მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს, რომლებშიც სხვადასხვა სიურპრიზებს მალავენ – მონეტას, ბეჭედს ან სხვა მსგავს ნივთს.
შვეიცარიის ზოგ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას.
ძველით ახალი წლის ტრადიცია ასევე შემონახულია სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და უელსში.